შვედებმა Volvo C30-ი ვირტუალურად დაატიუნინგა ტიუნინგ-ატელიელეები როგორც ჩანს შვედეთშიც არსებობს, მხოლოდ ვირტუალური.--> ინფორმაცია ვრცლად იხილედ სრულიადში Vizualtech-კომპანიამ Volvo C30-მოდელის მშვენიერი სპორტული ვერსია შექმნა, რომელსაც თავისუფლად შეეძლებოდა DTM ან Le Mans-რბოლებში მონაწილეობის მიღება, რეალობაში რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა. არსებობს იგი, სამწუხაროდ, მხოლოდ მონიტორებზე. თუმცა, ვირტუალური ექსპონატის ყოველი დეტალი და რეალური სახე იმდენად კარგია, მოდელი ნამდვილად იმსახურებს რეალური ავტომობილების რიგებს შორის გამოჩენას. სპორტული „აბეესი" უზარმაზარი ჰაერშემკრებებით, ბამპერის ყოველი ელემენტის დეტალური გამოხატვა - ყველანაირ გასამართლებელ საბუთს უსპობს Volvo-კომპანიას ასეთი ავტომობილი მართლა რომ არ გამოუშვა. თუმცა შვედურ კომპანისა თავისი გასჭირვებია. მას ძვირადღირებულ ავტომობილებზე სამუშაოდ ახლა არ სცალია. იგი ისევ ახალი მფლობელის ძიებაშია.
|