ZEN MX პორტატული მედია აუდიო და ვიდეო ფლეიერია , რომელიც სულ ახლახანს მაისის თვეში გამოჩნდა.Creative-მა ფლეიერის ორი ტიპი გამოუშვა- 8 გბ შიდა მეხსიერებით (ZN-ZMX8G-BK) და 16 გბ-იანი (ZN-ZMX16G-BK). MX საკმაოდ მოხერხებული და პატარაა. კრედიტ კარტის ზომის ფლეიერი გარეგნულად ძალიან გავს მის წინამორბედ ZEN-ს, თუმცა მისი ფუნქცინალურობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მისი ზომებია- 83.2 × 55 × 11.9 მმ. წონა-66 გრ. დისპლეი კი 320 × 240, TFT LCD ეკრანით.
|